სიმფონიური ორკესტრის კონცერტი

„რეკვიემი სიცოცხლისთვის“ – ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის საღამოსთვის ემზადებიან. თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და სახელმწიფო კაპელას გერმანიიდან ჩამოსული მუსიკოსი უდირიჟორებს.

მოწვეულ დირიჟორთან, ორკესტრთან და გუნდთან ერთად მსმენელის წინაშე მოწვეული სოლისტები წარდგებიან, რომლებიც ბრამსის ნაწარმოებს პირველად შეასრულებენ.

სიმფონიური მუსიკის საღამო 25 თებერვალს, საღამოს რვის ნახევარზე დაიწყება და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდება.