„აიდას“ პრემიერა ჯანსუღ კახიძის ცენტრში

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საპრემიერო სამზადისია.

ორ დღეში ჯუზეპე ვერდის მსოფლიოში ცნობილ ოპერა „აიდას“ მსმენელი საკონცერტო შესრულებით მოისმენს. ნაწარმოებს, ოპერის მომღერლები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საგუნდო კაპელასთან ერთად, ორ განყოფილებად წარმოადგენენ.

„აიდა“ მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, 7 ოქტომბერს აჟღერდება.