კლუბურ ნარკოტიკზე ჩატარებული კვლევის საგანგაშო შედეგი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ნარკოტიკული საშუალების ათეულობით ნიმუში უცხოეთიდან ჩამოტანილი სწრაფი ტესტებით შეისწავლა. მოკვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა ნიმუში, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებას, „ფენტანილს“ შეიცავს. კვლევის ავტორები გარდაცვალების კონკრეტულ შემთხვევებზეც საუბრობენ, ერთ-ერთ მიზეზად კი შიშის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მსგავსი გამოძახების საპატრულო პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.