სიახლეები საბანკო-საფინანსო სფეროში

ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები თამაშის საერთო წესების ქვეშ მოექცევიან.

ჭარბვალიანობის შესამცირებლად და მომხმარებლების უფლებების დასაცავად მომზადებული რეფორმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: სესხის დროულად არდაფარვის შემთხვევაში დღეს მოქმედი სანქციები მსუბუქდება.  სავალდებულო ხდება ლომბარდების რეგისტრაცია. შედეგად, დალომბარდებული ნივთების ელექტრონული აღრიცხვა მოხდება. იცვლება ნივთის დაგირავების და ყადაღის გამოყენების წესიც.

საფინანსო სექტორში ასამოქმედებელი ცვლილებების განხილვა მომდევნო თვიდან პარლამენტში გადაინაცვლებს.