დაკრედიტების გაზრდილი ლიმიტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა გაფართოვდება.

საფინანსო ინსტიტუტებისთვის კრედიტის ზღვარი გაზარდეს. ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, რომ ერთ მსესხებელზე გასაცემი თანხა გააორმაგონ. დღემდე ლიმიტი 100 000 ლარზე იყო, მომავალში კი ზღვარი 200 000-მდე მოიმატებს. შესაბამის კანონში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტებისთვის უფრო ფართო სერვისების შეთავაზებას გეგმავენ და მათი დაკარგვის საფრთხის შემცირებაზე მიუთითებენ.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა შესაძლებლობას მისცემს საფინანსო ინსტიტუტებს და მომხმარებლებს მიკროსესხების ლიმიტის უკვე მეორედ გაზრდა და ახალი საკანონმდებლო ჩანაწერი.