ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე. საკითხზე ის საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის: „მსურს, გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება საქართველოს მიერ ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის, რამაც თბილისის გავლით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალება მოგვცა.“, – წერს ენ ლინდე. შეგახსენებთ, საქართველო ჩართული იყო პარტნიორების მიერ ავღანეთიდან სამოქალაქო პირების გამოყვანის მიზნით ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში.