შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. შედეგად, კოალიციური მთავრობიდან პრემიერის მოკავშირე „მწვანეთა პარტია“ გავიდა და მიზეზად კენჭისყრით უკმაყოფილება დაასახელა. მაგდალენა ანდერსონის თქმით, კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. მისი განმარტებით, მას არ სურს მართოს მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ქვეშ დგება. ამასთან, პრემიერობიდან გადამდგარი ანდერსონი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მას მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს ხელახლა დაუჭერს.