შუალედური არჩევნები 2023 - საარჩევნო პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტში
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. მუნიციპალიტეტში 36-ივე საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8 საათზე, შეფერხების გარეშე გაიხსნა, აქედან 28-ში ხმის მიცემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიმდინარეობს. ოლქში 50 200 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჟანა დიდებაშვილი აშუქებს კახეთში რიგგარეშე არჩევნებს და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს.