შუალედური არჩევნები 2023 - როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი გორში

როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი გორში, სადაც გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. №32 საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ – „ქართული ოცნებიდან“ გამარჯვებისთვის გიორგი სოსიაშვილი იბრძვის, მისი კონკურენტი კი პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძეა.

ნინო ფისაძე დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და პროცესის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.