შუალედური არჩევნები 2023

დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. 133-ივე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. კახეთში კენჭს იყრის გიორგი მაჭავარიანი „ქართული ოცნებიდან“, გორში კი ორი კანდიდატია, – „ქართულ ოცნებას“ გიორგი სოსიაშვილი წარმოადგენს და მამუკა ტუსკაძე კი „სოციალური სამართლიანობიდან“ იბრძვის. 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესი ელექტრონული აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესით ჩატარდება, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება ხელმისაწვდომი.