„მოამბე“ ყოველდღე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატებს 10-წუთიან ეთერს უთმობს.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე 12 კანდიდატს აქვს. მათ შორისაა კობა დავითაშვილი, რომელმაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ის არის ოთხგზის პარლამენტის წევრი, 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა „ხალხის პარტიას“. 2012 წელს ის პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა. თუმცა მალევე, 2013 წელს თანაგუნდელების ნაწილთან უთანხმოების გამო მმართველი კოალიცია დატოვა. 2013 წელს ის პრეზიდენტადაც იყრიდა კენჭს, რის შემდეგაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.