ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოში ოთხ მძიმე ბრალდებაზე დაუსწრებლად მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში და პოლიტიკური შეფასებები თბილისში. იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად წარდგა. მათ მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე გამართულ დებატებში მიიღეს. შეხვედრაში მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ასეთი ფაქტები ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს აზიანებს და დამატებით განმარტებებს ელოდებიან. ოპოზიციის ნაწილი კი ადეიშვილის ევროპულ ტურნეში მმართველი პარტიის ბრალეულობას ხედავს.

ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა.