საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

21:22, 16.11.2026

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვები გრძელდება – „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მოსამართლეთა კრიტიკული შეკითხვების ადრესატი პარტია „ახალი“ გახდა.

ეკისრება თუ არა პარტიას პასუხისმგებლობა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე. როგორ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას, იყო თუ არა ნოემბერ-დეკემბრის პროტესტი ძალადობრივი და ოპოზიციური პარტიის ორგანიზებული და რატომ არ გაემიჯნა ახალი ძალადობრივ პროცესებს – შვიდ კაციანმა პლენუმმა ნიკა გვარამიას კითხვები არაერთ თემაზე დაუსვა. „ახალის“ ლიდერმა დღევანდელ პროცესზე აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო, შესაბამისად გამორიცხა ძალადობრივი პროცესებისგან გამიჯვნის აუცილებლობა. ამ პასუხის გამო მოსამართლეებმა მას კოალიციაში მყოფი პარტია „დროას“ ოფისიდან ამოღებული პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები შეახსენეს. წაუკითხეს ელენე ხოშტარიას განცხადება. საპასუხოდ გვარამიას არაერთხელ მოუხდა იმის გამეორება, რომ ის პარტია „დროას“ არ წარმოადგენს. ოპოზიციის ლიდერი, არც ნოემბერ-დეკემბრის აქციებს მიიჩნევს ძალადობრივად, ხაზგასმით აცხადებს, რომ უკანონო დაშლაზე იყო ინციდენტური ძალადობის პასუხები, რაზეც მისი პარტია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თითქმის იგივე შინაარსის კითხვები დაუსვეს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებსაც – ძალადობრივ აქციებთან კავშირს ხაზარაძის გუნდიც უარყოფს.

მსგავსი