სააპელაციო სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე

18:37, 16.11.2026

4 ოქტომბრის საქმეზე პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის და ირაკლი ნადირაძის პროცესი დღეს კვლავ შესავალი სიტყვებით გაგრძელდა. შესავალი სიტყვა თქვეს პაატა ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა სადაც საუბარი იყო ბურჭულაძის უდანაშაულობაზე. ირაკლი ნადირაძე შესავალ სიტყვას შემდგომ სხდომაზე 14 დეკემბერს იტყვის. მანამდე წინა სხდომაზე შესავალი სიტყვა თქვა პაატა მანჯგალაძემ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან

მსგავსი