გიორგი კურტაევის საქმის განხილვა გრძელდება

18:21, 04.03.2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემისა და მკვლელობის მომზადების საქმეზე, გიორგი კურტაევის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე თავად დაზარალებული დაიკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა 2006 წლის 7 ივნისს მომხდარი შემთხვევა.

თავდასხმის მოტივში დავითაშვილი პოლიტიკურ  შეხედულებებს და წინა ხელისუფლების კვალს ხედავს.

საქმის განხილვა 3 აპრილს ბრალდების მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება. ბრალდებული გიორგი კურტაევი ძებნაში იმყოფება. დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის ლიკვიდირებულია.

მსგავსი