თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემისა და მკვლელობის მომზადების საქმეზე, გიორგი კურტაევის საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე თავად დაზარალებული დაიკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა 2006 წლის 7 ივნისს მომხდარი შემთხვევა.
თავდასხმის მოტივში დავითაშვილი პოლიტიკურ შეხედულებებს და წინა ხელისუფლების კვალს ხედავს.
საქმის განხილვა 3 აპრილს ბრალდების მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება. ბრალდებული გიორგი კურტაევი ძებნაში იმყოფება. დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის ლიკვიდირებულია.