კობა დავითაშვილის გატაცების საქმე

როგორ გაიტაცეს 2007 წლის 7 ნოემბერს ძალოვანებმა კობა დავითაშვილი. დეტალები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპერაციაში უშუალოდ მონაწილე პირმა, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის ყოფილმა წევრმა გაიხსენა.

მოწმემ ჩვენება იმ საქმის ფარგლებში მისცა, რომელზეც პროკურატურა ზურაბ ადეიშვილს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ედავება.

ყოფილი სპეცრაზმელის თქმით, დავალება მან უშუალოდ უფროსისგან ედიშერ კობახიძისაგან მიიღო, რის შემდეგაც მან და კიდევ რამდენიმე პირმა კობა დავითაშვილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისივე თქმით, სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია როგორც კობა დავითაშვილმა, ისე ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა.

ავტომობილში მოთამაშების შემდეგ დავითაშვილს თავიდან სისხლი მოდიოდა. თუმცა, რა მომენტში მიიღო დაზიანება ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა უცნობია.

მოწმე აცხადებს, რომ მას და მის თანამშრომლებს ის არ უცემიათ. ადეიშვილის დაცვის მხარის პოზიციით, მოწმის ჩვენება ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს