მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ  – საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბურჭულაძე მას ცილისმწამებლურ განცხადებებში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე, ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა. ფონდ „იავნანას“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით მოითხოვს. კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დებატებში მხარეებს თმენის დიდი ვალდებულება აქვთ და მიუხედავად ამისა, ის თავის ნათქვამის სიმართლეს დაამტკიცებს.