შუალედური არჩევნები 2019 - შალვა შავგულიძე

„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეებთან საუბარს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის შალვა შავგულიძე, რომელიც არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ ერთიანი ბლოკის სახელით იღებს მონაწილეობს. იგი იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით. 2009 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი. წლების განმავლობაში დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით.