უხვი ნალექისა და ზღვაზე 8-ბალიანი შტორმის გამო – ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა. უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა, აღდგენა-რეკონსტრუქცია უშუალოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება. არსებულ ვითარებას ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.