შსს-ს სტატისტიკა - უწყებამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა
ბოლო თვენახევრის განმავლობაში ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ პირებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა წარმოადგინა.
უწყების ინფორმაციით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. უწყების ცნობით, ეს პირები, რომლებიც საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ, ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ. ამ ქსელით კი თურქეთი და ევროპა ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.
სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ირანის კიდევ ორი მოქალაქე, რომელთა აყვანაც აეროპორტში მოხდა და მათ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები შემოჰქონდათ. რაც შეეხება უწყების მიერ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებს, საერთო ჯამში, 8 პირია დაკავებული.
გამოძიების ცნობით, შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ბუპრენორფინი, ჰეროინი, ე.წ. ბიო და სუბოტექსის აბები.