კვლევა ქალთა მიმართ ძალადობაზე

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

გამოკვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება. საველე სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 4400 რესპონდენტი მიიღებს. გამოკვლევაში მონაწილე 90-მდე საველე პერსონალს მიმდინარე წლის ოქტომბერში ფართომასშტაბიანი ტრეინინგი ჩაუტარდება. გამოკვლევის მონაცემებს რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის გზით შეაგროვებენ. კვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება – როგორიცაა ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები.

კვლევის მედია მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელია.