ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი

ექსპორტის მაჩვენებლები მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.

იანვარ-თებერვლის სტატისტიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად მომატებულია. განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ავტომობილების რეექსპორტზე. ცვლილებაა საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალშიც, სადაც სომხეთი დაწინაურდა. რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზე ფეროშენადნობები და ფერადი ლითონები იკავებს, მოთხოვნა დიდია ყურძნის ნატურალურ ღვინოზე.