„ყველა ერთისთვის” - აქცია პარლამენტთან

საპროტესტო გამოსვლა ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ: პარლამენტის წინ გამართული აქცია დასრულებულია.

ადგილზე შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

პროტესტის მიზეზი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ორი დღის წინ გამოტანილი ის განაჩენი გახდა, რომლის მიხედვით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მსახიობს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღევანდელი აქციით, მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პირს, რომლებიც სასჯელს ანალოგიური ბრალდებით იხდიან.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პრეზიდენტსაც მიმართეს.

გიორგი კობერიძე აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას.