შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელისუფლებას საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას სთხოვენ.

საკუთარი უფლებების დაცვის დღეს შშმ მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი პირობების გაუმჯობესების მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა.

მთავარ გამოწვევად, სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სოციალური პროგრამების არარსებობა სახელდება.

განსაკუთრებული აქცენტი დასაქმების პრობლემაზე კეთდება.