ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღნიშნეს. თარიღი საქართველოში 2017 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება შშმ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე. ღონისძიების ორგანიზატორები, ევროკავშირის პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ არიან.
შშმ პირთა მსვლელობა 6 მაისის პარკში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა.