შოვიდან უვნებლად მოხერხდა ქალაქ რუსთავის სკოლა „რეცას“ მოსწავლეების ევაკუაცია

შოვიდან უვნებლად მოხერხდა ქალაქ რუსთავის სკოლა „რეცას“ მოსწავლეების ევაკუაცია – კურორტზე სულ 31 პირი იმყოფებოდა. უმეტესობა მოსწავლეები. სკოლის დირექტორის თქმით, სტიქიის დროს მოსწავლეების ნაწილი ბანაკში იმყოფებოდა, ნაწილი კი სალაშქროდ იყო წასული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ყველა მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი დღეს შოვიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.