სპეციალური სწავლება

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის ინსტრუქტორებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. ფოთის ბაზაზე გამართული სწავლება მოიცავდა: დანაყოფის საბრძოლო მედიკოსის ტრენინგს, აბორდაჟის პროცედურების ჩატარებას განსხვავებული ხილვადობის პირობებში, ახლო დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკურ მანევრებს და საცეცხლე მომზადებას. სწავლების დასასრულს, კურსის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.