მთავარი გზავნილები კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან, რომელსაც მრევლი ყოველ შობის ღამეს განსაკუთრებული ინტერესით ელის.
წინა პლანზე ღმერთთან დამაახლოებელი ღირებულებების წამოწევა და საკუთარი თავის სხვისი თვალით შეფასების სწავლა, – ეს ილია მეორის ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა. პატრიარქი თითოეულ ჩვენგანს სთხოვს, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ერთი არასწორი ჩვევის ან თვისების აღმოფხვრა მიზნად დავისახოთ. ეპისტოლეში საუბარია თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე – პანდემიაზეც. ერის სულიერი წინამძღოლი ხალხს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს. ყოველწლიური საშობაო ეპისტოლე ძირითადად იმ თემებს ეხება, რომლებიც ადამიანს ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაეხმარება. ილია მეორემ მოსახლეობას ქრისტეშობა სამების საკათედრო ტაძრიდანაც მიულოცა, სადაც საშობაო ღვთისმსახურება მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.