შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა. საშობაო ლიტურგიაზე მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. ამასთან, როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.