სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საღმრთო ლიტურგია თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს და მას საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი ატარებს. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება ტრადიციული წყალკურთხევა. ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ სასულიერო პირები მორწმუნეთა სახლებში მიდიან და მათ იესო ქრისტეს შობას ახარებენ. პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, მრევლს, რომელიც ეკლესიაში ვერ მივიდა, წირვაზე დასწრების საშუალება ონლაინ რეჟიმში აქვთ.