ალავერდის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო წირვა ღამის 12 საათზე დაიწყო და ალავერდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ტაძარში დაცული იყო სოციალური დისტანცია. სადღესასწაულო მსახურებაზე პურის კურთხევა ცისკრისჟამობის ლოცვა და წირვა შესრულდა. ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.