შობა ალავერდის საკათედრო ტაძარში

12:17, 07.01.2021

ალავერდის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო წირვა ღამის 12 საათზე დაიწყო და  ალავერდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ტაძარში დაცული იყო სოციალური დისტანცია. სადღესასწაულო მსახურებაზე პურის კურთხევა ცისკრისჟამობის ლოცვა და წირვა შესრულდა. ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი