შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის ომის გმირების – შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახები, ,,ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა, ზესტაფონისა და ჭიათურის მერებთან ერთად მოინახულეს და მათ ფულადი დახმარება, ჯამში 20 000 ლარი  გადასცეს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ოჯახების დასახმარებლად მიიღო. ასევე, ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ სკოლას, რომელიც ომის გმირმა, შმაგი კუპატაძემ დაამთავრა, მისი სახელი მიენიჭოს.