სამთო-სათხილამურო აქტივობები სამხედროების შვილებისთვის

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს. პროექტი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. სამთო-სათხილამურო კლუბ „იქსტრიმში“ ბავშვები სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით დაკავდნენ.