ახალი საბრძოლო საწვრთნელი ცენტრი

ახალქალაქში, სადაც 200 წელი რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა. ადგილზე, რომელიც რუსულ ოკუპაციასთან ასოცირდებოდა, წვევამდელები მოემზადებიან. ამ ტერიტორიის დატოვება რუს სამხედროებს 13 წლის წინ მოუწიათ. დღეს კი ახალ ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.