შინდისის გმირების მემორიალი

დღეიდან შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნიის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.

შინდისში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.