სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გაიხსენეს.
მემორიალი თამარაშვილის ხეივანში განთავსდა, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებას დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში ჩართული უწყებები ესწრებოდნენ.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.