13 წელი შინდისის ბრძოლიდან

შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს   მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის გმირებზე საუბრით დაიწყო სიტყვით გამოსვლა , „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე. მისი თქმით,  ეს დღე მართლაც ტრაგიკულია, თუმცა გვახსენებს იმას, რომ გმირების ქვეყანა ვართ.

შინდისის ბრძოლის 13 წლისთავს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.