კვოტების განაწილების პროცესი პარლამენტში

12:13, 19.04.2021

„ქართული ოცნებიდან“ წასული ექვსი დეპუტატის საპარლამენტო თანამდებობების დატოვების საკითხი ოფიციალურად დღეს ბიუროს წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრება.

გიორგი გახარიას გუნდიდან სამი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ბექა ლილუაშვილი საპარლამენტო თანამდებობებს იკავებდნენ, რაც ფრაქციიდან გასვლის შედეგად ავტომატურად დაკარგეს.

მსგავსი