ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ აღნიშნული პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით დაიწყო კამპანია. ინიციატივის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეეძლებათ.