შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით არის დაბარებული. ოპოზიციას კითხვები აქვს სახელმწიფო უწყებების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით. შეიქმნება თუ არა აღნიშნულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია, ეს ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ გაირკვევა.

თეონა მანაგაძე დეტალებით.