პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია მიმდინარეობს

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია მიმდინარეობს. ილია დარჩიაშვილმა უკვე უპასუხა ოპოზიციის შეკითხვას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისა და საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე.

პოლიტიკური დებატების დაწყების შემდეგ კი სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრებსა და გიორგი ვაშაძეს შორის მოხდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მოღალატე უწოდეს და განმარტება მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოაწერა ხელი „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს.