საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა პარლამენტში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს – დოკუმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის საქმიანობაზე. ისაუბრა ჩატარებულ აუდიტზე. მისი განმარტებით, შემოწმების შედეგად არცერთი შენიშვნა არ გამოთქმულა.

სხდომაზე საუბარი შეეხო მაუწყებლის ახალ შენობასაც. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება. დღესვე კომიტეტზე ახალი სპორტული არხის მაუწყებლობაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას აღნიშნული მიმართულებით მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.