შიდა ტურიზმის პირველი დღე ახალ რეალობაში - რა წესების დაცვით მუშაობენ ობიექტები, რომელმა დიპლომატმა ისურვა საქართველოში ხანგრძლივი შვებულების გატარება და როგორია ქართული ტურიზმის პერსპექტივა

დღეიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა ნებადართულია. შიდა ტურიზმი გაიხსნა.

სასტუმროებს და ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მიღება მკაცრი რეგულაციების დაცვით მოუწევთ. პირველივე დღის მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ტურისტულად მიმზიდველი ადგილების დათვალიერების მსურველთა რაოდენობა დიდია. დაჯავშნის სისტემა კი მხოლოდ იმ სასტუმროებში იმუშავებს, რომლებიც რეგისტრაციას და შემოწმებას გაივლიან.

განთავსების ობიექტებზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული სტანდარტების დაცვას შრომის ინსპექცია ამოწმებს. მონიტორინგის შედეგად ათეულობით სასტუმრო სამუშაო ნებართვის გარეშე დარჩა.