მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემები

მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც, საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ „X“-ზე აღნიშნული სტატისტიკა ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ამასთან, როგორც Numbeo.com-ს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.