შიდა საკადრო ცვლილებები მთავარ პროკურატურაში.
ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე ექვსი პროკურორი შეიცვალა. თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად კი ნათია სონღულაშვილი.
დასავლეთ საქართველოს პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა, კახეთში კი თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დანიშნეს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი გახდა.
სამცხე-ჯავახეთის პროკურორის თანამდებობას შოთა რიჟამაძე იკავებს.
რაც შეეხება თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, ისინი მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაგრძობენ.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.