საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

როგორ დაკომპლექტდება ახალი სამთავრობო გუნდი, ეს პირველ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გაირკვევა. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერს და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. საკადრო გადაადგილებებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ.