შეზღუდვების მოხსნა გრძელდება

ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. დაგეგმილზე ადრე, 18 მაისიდან, გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. მათი გახსნის შემდეგ, განსხვავებული წესები იმოქმედებს, მათ შორის ელექტრონული რიგი და დაცული სოციალური დისტანცია. ასევე ორშაბათიდან აღარ იქნება აკრძალული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის შეკრება, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს.