კორონავირუსი - შეზღუდვების შემსუბუქება 

დღეიდან შეზღუდვები მსუბუქდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული მოქალაქეებისთვის. სოფელ რუხში ოკუპირებული აფხაზეთიდან 120-ზე მეტი ადამიანი გადმოვიდა. მათ ტესტირება ჩაუტარდა და ხუთდღიანი კარანტინი აღარ მოუწევთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ენგურის ხიდზე მოაწყო ტესტირებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კაბინეტი, მოსაცდელი ჯიხური და ასევე ოთხი კარავი. მერია ადგილზე აკონტროლებს ვითარებას.

დატოვე კომენტარი